გასულ კვირაში, საქართველოში საწვრთნელ შეკრებაზე ჩამოვიდა ყაზახეთის 16-წლამდე ნაკრები და სამი ამხანაგური მატჩი გამართა ქართველ თანატოლთა ნაკრებთან, რომელსაც გოჩა ავსაჯანიშვილი წვრთნის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციებს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება სანაკრებო დონეზე და ამ ქვეყნების ნაკრებები ერთმანეთს ყოველ წელს ხვდებიან.
შეკრება და მატჩები ზუგდიდში, „ბაიას“ ბაზაზე გაიმართა. ამ შეკრებაზე გოჩა ავსაჯანიშვილს შემდეგი ფეხბურთელები ჰყავდა გამოძახებული:
თორნიკე თოიძე, ლუკა გუგეშაშვილი, დავით კიკალიშვილი, დიმიტრი ვირუბოვი, ლუკა ქაფიანიძე, გიორგი ამაშუკელი, ლუკა სილაგაძე, ლაშა-გიორგი ობოლაძე, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი კაკულია, ვახტანგ კოპლატაძე, მერაბ მეგრელაძე, ჯაბა კასრელიშვილი, აკაკი ქიმერიძე, გოგა ლურსმანაშვილი, ნუგზარ სპანდერაშვილი, ბექა ქავთარაძე, დავით კერესელიძე, ლევან ბარაბაძე, გიორგი კუცია,
პირველი მატჩი 28 იანვარს გაიმართა და საქართველოს ნაკრების გამარჯვებით - 2:1 დასრულდა.
საქართველოU16: კერესელიძე, კიკალიშვილი, ქაფიანიძე, კასრელიშვილი, ვირუბოვი, კუცია, ქიმერიძე, ლურსმანაშვილი, ბარაბაძე, ქავთარაძე, სპანდერაშვილი
გოლები: სპანდერაშვილი, ქავთარაძე
1 თებერვალს, მორიგი მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა.
საქართველოU16: თოიძე, კიკალიშვილი, ქაფიანიძე, ამაშუკელი, ვირუბოვი, სილაგაძე, ობოლაძე, ქოჩორაშვილი, კაკულია, კოპლატაძე, მეგრელაძე
გოლი: ქიმერიძე (შეცვლაზე შევიდა)
3 თებერვალს კი, ბოლო მატჩში ჩვენმა ფეხბურთელებმა მეტოქე სოლიდური უპირატესობით – 3:0 დაამარცხეს.
საქართველოU16: გუგეშაშვილი, ვირუბოვი, ქაფიანიძე, კასრელიშვილი, კიკალიშვილი, სილაგაძე, კუცია, ქიმერიძე, ბარაბაძე, ქავთარაძე, სპანდერაშვილი
გოლები: სპანდერაშვილი, ქავთარაძე, ობოლაძე
შეგახსენებთ, რომ 16-წლამდე ნაკრები შემოდგომაზე გასამართი უეფას 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. სწორედ, ეს, 1999 წელს დაბადებულთა გუნდი იქნება ოქტომბერში 17-წლამდე ნაკრები და შესარჩევ ეტაპს უნგრეთში ითამაშებს, სადაც ჩვენი მეტოქეები რუმინეთის, სლოვაკეთისა და ტურნირის მასპინძელი უნგრეთის 17-წლამდე ნაკრებები იქნებიან.
სფფ-ის პრესსამსახური