აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-20 ტურში ბაქოს აზალ-მა, სადაც ლაშა კასრაძე გამოდის, სტუმრად “გაბალა” 1:0 დაამარცხა.
ქართველმა ცენტრალურმა მცველმა გამარჯვებულთა რიგებში სრულად ითამაშა. აზალ-ს 23 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეხუთეა.
ზაქათალის “სიმურგმა”, რომელსაც გიორგი ჩიხრაძე წვრთნის, გასვლაზე ბაქოს “ნეფთჩისთან” 0:0 ითამაშა. “სიმურგი” 25 ქულით მეოთხეა.
დნეპროპეტროვსკის “დნიპრომ”, რომლის ღირსებას ნახევარმცველი ჯაბა კანკავა იცავს, ესპანურ შეკრებაზე დასკვნითი სპარინგი ვარშავის “ლეგიასთან” ჩაატარა და 3:1 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს პოლონელებთან არ უთამაშია. მას საზარდული აწუხებს.