ბოლნისის “სიონმა” თურქულ შეკრებაზე ამხანაგური მატჩების განრიგი შეცვალა.
ბოლნისელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, უკრაინის პრემიერლიგის წარმომადგენელ “ჰოვერლასთან” მატჩი 6 თებერვლის მაგივრად, 12 თებერვალს შედგება.
8 თებერვალს ლადო ბურდულის შეგირდები რუსეთის პრემიერლიგის პერმის “ამკარს” დაუპირისპირდებიან.
10 თებერვალს “სიონის” მოწინააღმდეგე რუმინეთის ეროვნული ნაკრები იქნება.