კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” შემტევმა ხამეს როდრიგესმა “სევილიას” წინააღმდეგ პრიმერადივიზიონის გადადებულ შეხვედრაში მარჯვენა ფეხის ტერფის დაზიანება მიიღო და ოპერაცია გაიკეთა.
ქირურგიული ჩარევა წარმატებით დასრულდა და როდრიგესმა “თვითერის” საშუალებით გულშემატკივრებს მიმართა: “გამოვჯანმრთელდები და უფრო ძლიერი დავბრუნდები. თქვენი შეტყობინებები და მხარდაჭერა ძალიან მეხმარება! მადლობა.”
ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენხანს გასტანს კოლუმბიელი ფეხბურთელის სარეაბილიტაციო პერიოდი. როგორც ევროპული მედია იუწყება სამხრეთამერიკელი “რეალს” ორი თვის შემდეგ დაუბრუნდება.