ფეხბურთი

11:45 | 6.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ფახთაქორმა” “ტორპედოს” მახარაძის გოლით მოუგო

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ქუთაისის “ტორპედომ” მორიგი სპარინგი უზბეკეთის ჩემპიონ “ფახთაქორთან” ჩაატარა და 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი ტაშკენტელთა ქართველმა კაპიტანმა კახა მახარაძემ გაიტანა.

ქუთაისური საფეხბურთო კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ განვლილ შეხვედრაში შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა:

შეყრილაძე, ბანძელაძე, ზაზა ჭელიძე, ადამაძე, ჩიკვილაძე (კ), გოგი გოგიჩაიშვილი (ტუღუში, 46), კლიმიაშვილი, ვარლამ კილასონია (მირცხულავა, 65), კირკიტაძე (ნიკო კვასხვაძე, 76), საბანაძე, ვახტანგ კვარაცხელია (ზივზივაძე, 60).

“ტორპედოს” კარში გოლი 52-ე წუთზე გავიდა, როდესაც მახარაძემ პენალტი ზუსტად შეასრულა. “ფახთაქორის” ქართველმა ლეგიონერმა სრულად ითამაშა.

ქუთაისელები 7 თებერვალს უნგრეთის “დებრეცენთან” ისპარინგებენ.

0.134183