ფეხბურთი

10:41 | 6.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანი – იანვრის ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი პრიმერადივიზიონის იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 23 წლის ფეხბურთელმა გასულ თვეს 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ახალგაზრდა მოთამაშე იანვრის თვის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. მიმდინარე სეზონში კი გრიზმანის ანგარიშზე 34 მატჩში 14 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

0.11915