“სოსიედადის” შოტლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა “მანჩესტერ იუნაიტედში” მუშაობის პერიოდი გაიხსენა და ფეხბურთელთა კვებასთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა.
“მანჩესტერის” ფეხბურთელებს წონის პრობლემა ჰქონდათ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ჩიფსები იყო, რომელსაც ფეხბურთელები დიდ რაოდენობით მიიღებდნენ. ვფიქრობ, ჩიფსები წონის მომატებას უწყობს ხელს და მისი მირთმევა ფეხბურთელებისთვის რეკომენდირებული არაა”, - აღნიშნა მოიესმა ფოურფოურტწო-თან მიცემულ ინტერვიუში.
რიო ფერდინანდმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში გააკრიტიკა დევიდ მოიესი. ვეტერანი მცველის თქმით, მოიესი ფეხბურთელებს ჩიფსების ჭამას უკრძალავდა, რაც რიოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა.