ფეხბურთი

21:46 | 5.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

მათე ცინცაძე: “დინამოს” შესათამაშებლად დრო სჭირდება”

თბილისის “დინამოს” 20 წლის ნახევარმცველმა მათე ცინცაძემ ტრავმა მოიშუშა და სრული დატვირთვით ვარჯიშს შეუდგა. მათემ თბილისის “დინამოს” ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში მოსამზადებელი ეტაპის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდის შესათამაშებლად დროა საჭირო.

“სრული დატვირთვით ვვარჯიშობ, ბოლო ორ მატჩში მაყურებლის როლში ვიყავი, თუმცა სავარაუდოდ მომავალ შეხვედრაში თამაშს შევძლებ”.

“პრაღის “სპარტა” ევროპული დონის კლუბია, რომელიც რეგულარულად თამაშობს ევროთასების ჯგუფურ ტურნირებში. მე-60 წუთამდე 1:1 იყო, თუმცა ზეწოლას ვერ გავუძელით და დავმარცხდით, რისი მთავარი მიზეზიც გამოუცდელობა მიმაჩნია”, - აღნიშნა ცინცაძემ.

“ნახევარდაცვის ხაზში სერბი ბუკორაჩი შეგვემატა, რომელიც საინტერესო ფეხბურთელია და განსაკუთრებით ძალისმიერ შეხვედრებში ძალიან დაგვეხმარება”, - დაასრულა მათემ.

საუბრის ბოლოს მათემ თანაგუნდელ ნიკა ჭანტურიას კაპიტონობა მიულოცა.

თბილისის “დინამო” 6 თებერვალს ამხანაგურ შეხვედრაში პოლონეთის “კორონას” დაუპირისპირდება.

0.120761