სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

21:07 | 5.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის “დინამომ” აბუსელიძის გოლით მოიგო

ბელეკში შეკრებაზე მყოფმა ბათუმის “დინამომ” მორიგი ამხანაგური მატჩი უნგრული “სპარტაკუსის” წინააღმდეგ გამართა. ლევან ხომერიკის გუნდმა მეტოქე 2:1 დაამარცხა. ბათუმელთაგან გოლები ჩირიკაშვილმა და აბუსელიძემ გაიტანეს.

ანგარიში აჭარულმა გუნდმა ჩირიკაშვილის გოლით გახსნა, სეიდიმ წონასწორობა აღადგინა, 21 წლის ამირან აბუსელიძემ კი მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ბათუმის “დინამო” შემდეგ ამხანაგურ მატჩს 8 თებერვალს რუმინული “ოცელულის” წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.138338