ფეხბურთი

20:41 | 5.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

30 საინტერესო ფაქტი რონალდუს შესახებ

დღეს, 5 თებერვალს, თანამედროვების ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს დაბადების დღე აქვს. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი 30 წლის გახდა.

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ირგვლივ 30 საინტერესო ფაქტი მოიყვანა, რომელიც ნუმერაციის მიხედვითაა შედგენილი.

1 - პირველი გოლი დიდ გუნდში 2002 წლის 7 ოქტომბერს გაიტანა. მაშინ 17 წლის ფეხბურთელმა ლისაბონის “სპორტინგის” მაისურით “მორეირენსეს” გაუტანა.

2 - ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის რონალდუ დღეისათვის მეორე ადგილზეა. მას 72 გოლი აქვა გატანილი.

3 - არგენტინელ ლიონელ მესისთან ერთად ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული “ოქროს ბუცი”, რომელიც ევროპის საუკეთესო ბომბარდირობისთვისაა დაწესებული.

4 - პირველი ფეხბურთელია ესპანური გუნდების ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 4 სეზონის განმავლობაში 50 გოლზე მეტი გაიტანა ყველა ტურნირის ჩათვლით (2010/2011-დან 2013/2014 სეზონებამდე).

5 - კრიშტიანუ რონალდუ ერთ-ერთი მათგანია იმ 5 ფეხბურთელიდან, რომელთაც მინიმუმ სამჯერ მაინც აქვთ “ოქროს ბურთი” მოგებული.

6 - პორტუგალიის ნაკრებთან ერთად რონალდუმ სამ მსოფლიოს ჩემპიონატის, ხოლო ამდენივე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მიიღო მონაწილეობა.

7 - შვიდი – ნომერი, რომლითაც თითქმის მთელი კარიერა გაატარა.

8 - რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ გატანილი გოლების მიხედვით. ეს შედეგი მან 2013-2014 წლების სეზონში აჩვენა.

9 - 2013-2014 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მან 9 გოლი შეაგდო. ეს კი სარეკორდო მაჩვენებელია ბრაზილიელ ლუის ადრიანოსთან ერთად, რომელმაც იგივე შედეგი მიმდინარე სეზონში დააფიქსირა.

10 - პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ სამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მინიმუმ 10 გოლის გატანა შეძლო (2011/2012, 2012/2013 და 2013/2014 წლებში).

11 - ასაკი, როდესაც ჩაირიცხა “სპორტინგში”.

12 - გოლების რაოდენობა, რომელიც გაიტანა პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში უკანასკნელ 13 შეხვედრაში.

13 - პროფესიონალურ დონეზე ჩატარებული სეზონების რაოდენობა. ამ ხნის განმავლობაში მან, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე ჯამში 463 გოლის გატანა მოახერხა.

14 - თამაშების რაოდენობა, რომელიც დასჭირდა “მანჩესტერ იუნაიტედში” პირველიდან მეორე გოლის გატანამდე.

15 - ამ რაოდენობის თვის განმავლობაში მას ზედიზედ გაჰქონდა გოლები ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ჩატარებულ საშინაო მატჩებში. 2013 წლის ოქტომბრიდან 2015 იანვრამდე.

16 - “მანჩესტერ იუნაიტედში” ასპარეზობისას ევროტურნირებზე თავი მან 16-ჯერ გამოიჩინა.

17 - 2013-2014 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი 17 გოლით გახდა. ასეთი მაჩვენებელი კი სარეკორდოა.

18 - 18 წლის ასაკში იგი “სპორტინგიდან” “მანჩესტერში” 17.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.

19 - პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში ყველა მეტოქის კარში შეძლო ერთი სეზონის განმავლობაში გოლის გატანა (2011-2012).

20 - პირველი ფეხბურთელი, ვინაც “ლა ლიგაში” გასვლით მატჩებში 20 გოლის გატანა შეძლო (2010-2011).

21 - პირველი ევროპული ტრიუმფი. 2008 წლის 21 მაისს მანჩესტერმა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ჩელსის” აჯობა.

22 - მადრიდის “რეალის” სარეკორდო გამარჯვებების სერია, რომელიც მიმდინარე სეზონში დამყარდა. რონალდუმ ამ სერიის განმავლობაში 28 გოლის გატანა მოახერხა.

23 - ჰაქან შუქურთან და იონ დალ ტომასონთან ერთად სანაკრებო დონეზე უეფას ტურნირების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი - 23 გოლით.

24 - მეორე ევროპული ტრიუმფი. “რეალის” მეათე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში – 2014 წლის 24 მაისი.

25 - ასაკი, როცა განაცხადა, რომ იგრძნო “ოქროს ბურთის” მოგება.

26 - “რეალის” შემადგენლობაში გატარებულ პირველ სეზონში “ლა ლიგაში” პორტუგალიელმა 26 გოლი გაიტანა.

27 - მადრიდის “რეალის” მაისურით რონალდუმ 27 ჰეთ-თრიქი შეასრულა.

28 - მაისურის ნომერი, რომლითაც იგი “სპორტინგში” თამაშობდა სადებიუტო სეზონში.

29 - ასაკი, როდესაც გახდა პორტუგალიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი 47 გოლით. მან პედრო პაულეტას გადაუსწრო.

30 - კრიშტიანუ რონალდუს დღევანდელი ასაკი.

0.115648