გერმანიის ბუნდესლიგის აუტსაიდერ “დორტმუნდს” ნახევარმცველი კევინ გროსკროცი დაუშავდა. ფეხბურთელმა “აუგსბურგთან” წაგებულ შეხვედრაში (0:1) ბარძაყის ტრავმა მიიღო. წინასწარი ინფორმაციით, გერმანელი მოთამაშე ლაზარეთში 6 კვირას გაატარებს.
კევინ გროსკროიცი თავის გუნდს ვერც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ შეძლებს თამაშს.