ქართველი თავდამსხმელის გიორგი ჭანტურიას “კლუჟს” ფინანსური პრობლემების გამო 24 ქულა ჩამოაჭრეს. ამის მიზეზი “კლუჟის” სახელფასო დავალიანებებია გუნდის ფეხბურთელების მიმართ, რომელმაც 20 მილიონი ევრო შეადგინა. გუნდის წევრები არაერთხელ დაიმუქრნენ, რომ უხელფასოდ მოედანზე არ გავიდოდნენ და კლუბის სახელს არ დაიცავდნენ.
“კლუჟს” 17 ტურის შემდეგ 34 ქულა ჰქონდა და მეორე ადგილს იკავებდა, ახლა კი 10 ქულით ცხრილის ფსკერზე ამოჰყო თავი.