გერმანიის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი “დორტმუნდი” ღრმა კრიზისშია. გუნდის ლიდერების შესაძლო გასხვისების შესახებ ჭორები თითქმის ყოველდღე ვრცელდება. ამჯერად “სიგნალ იდუნალ პარკის” დატოვება ფორვარდ გენრიხ მხითარიანს სურს.
ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ არაერთხელ გააჟღერა, რომ “შახტარის” ყოფილი ფეხბურთელი გერმანულ გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს. რაიოლა მხითარიანს ტურინის “იუვენტუსში” გადასვლას ურჩევს. თავის მხრივ, ფეხბურთელის დამატებაზე ტურინშიც ფიქრობენ. თავის დროზე “დორტმუნდმა” უკრაინული გუნდისგან ფეხბურთელი 27 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაიბირა, თუმცა ახლა ტურინელთა სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა მხითარინის შეძენას გაცილებით იაფად გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ “დორტმუნდი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში სწორედ იტალიურ გუნდს გაეჯიბრება.