დანიის საფეხბურთო პირველ დივიზიონში მოასპარეზე “ორჰუსი” ესპანეთში შეკრებაზე დავით დევდარიანის გარეშე გაემგზავრა.
27 წლის ქართველ შემტევ ნახევარმცველს დიდი ხანია წელის ტრავმა აქვს და ჩემპიონატის პირველ ეტაპზე “ორჰუსში” არ უთამაშია. ის გუნდთან ერთად ვერც ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში ვარჯიშობს.
“ორჰუსს” შეკრებაზე ფორვარდები მათე ვაწაძე და დავით სხირტლაძე გაჰყვნენ.