პოლონეთის საფეხბურთო ექსტრაკლასაში მოასპარეზე ზაბჟეს “გურნიკის” მთავარი მწვრთნელი რობერტ ვარჟიხა ქართველ ფორვარდ გიორგი ალავერდაშვილს კვლავ დააკვირდება.
“ალავერდაშვილი ჩვენთან ერთად ზაბჟეში დაბრუნდება და მას ისევ დავაკვირდებით”, - განაცხადა ვარჟიხამ “გურნიკის” ვებგვერდთან ინტერვიუში.
ალავერდაშვილი მიმდინარე სეზონის პირველ წრეში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში რუსთავის “მეტალურგში” თამაშობდა. ის თურქეთში შეკრებაზე მყოფ “გურნიკში” ისინჯებოდა და რამდენიმე ამხანაგური მატჩიც ჩაატარა. ამჯერად, თავისი შესაძლებლობის წარმოჩენა ალავერდაშვილს ზაბჟეში მოუწევს.