ფეხბურთი

16:18 | 5.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მეტალურგმა” სპარინგში “მეშახტეს” აჯობა

ფინანსურად შეჭირვებულმა რუსთავის “მეტალურგმა” მოსამზადებელ ეტაპზე კიდევ ერთი სპარინგი პირველი ლიგის ტყიბულის “მეშახტესთან” “ფოლადზე” ჩაატარა და 2:1 გაიმარჯვა. რუსთაველთა პრესსამსახურის ინფორმაციით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვარლამ კილასონიამ “მეტალურგი” ტაიმებში განსხვავებული შემადგენლობით ათამაშა.

პირველი ტაიმი: ბედიაშვილი, ნოზაძე, ნარიმანიძე, მიქაუტაძე, სარიშვილი, ვასაძე, ჯოხაძე, გოცაძე, კოტე ხიზანეიშვილი, გაბაშვილი, სიხარულიძე.

მეორე ტაიმი: ბედიაშვილი, გელაშვილი, მიქელაძე, გუჯაბიძე, ფეიქრიშვილი, ბერაძე, გულუა, მამასახლისი, სარალიძე, მაისურაძე, ადეიშვილი.

“მეტალურგმა” ანგარიში პირველი ტაიმის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე გახსნა, ხოლო მეორე გოლი შესვენებიდან მალევე გაიტანა.

0.123918