არნემის "ვიტესმა" ჰოლანდიის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩში "კამბური" სტუმრად 2:0 დაამარცხა. 34-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა მატჩში ანგარიში გახსნა. შეტევა გურამ კაშიამ დაიწყო, შემდეგ კი ტრაორემ ვაკოს საჯარიმოს მისადგომებთან გადაცემა გაუკეთე ქართველმა კი მეტოქის მეკარეს შანსი არ დაუტოვა. ყაზაიშვილის გოლის ნახვა 02:54 წუთიდან შეგეძლებათ.