კვიპროსის საფეხბურო თასის საპასუხო მატჩში ფამაგუსტას “ანორთოსისმა”, რომელშიც ნახევარმცველები ირაკლი მაისურაძე და გიორგი აბურჯანია გამოდიან, შინ “დიგენისი” 2:0 დაამარცხა.
მაისურაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო აბურჯანია 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. “ანორთოსისს” პირველი შეხვედრა 2:0 მოეგო და 1/4-ფინალში გავიდა, სადაც აპოელ-ს შეხვდება.
“ომონიამ”, რომელშიც უჩა ლობჟანიძე ასპარეზობს, სტუმრად “აიანაპა” 5:0 დაამარცხა. ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს. “ომონიას” პირველ თამაშში 4:0 გაემარჯვა და 1/4-ფინალს უპრობლემოდ უწია. მომდევნო ეტაპზე “ომონიას” მეტოქე მეორე დივიზიონის “კარმიოტისაა”.