ლონდონის “ჩელსის” ესპანელი ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი სავარაუდოდ, ინგლისის პრემიერლიგის 2 უახლოეს მატჩს გამოტოვებს.
The Telegraph-ის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელი ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმის შემდეგ აღდგენას ვერ ასწრებს და მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გარისკვას არ აპირებს.
ამავე მიზეზის გამო ფაბრეგასმა შაბათს “მანჩესტერ სიტისთან” 1:1 დასრულებული შეხვედრა გამოტოვა. ლონდონელები “ასტონ ვილას” ბირმინგემში 7 თებერვალს ეთამაშებიან, ხოლო “ევერტონს” 11 თებერვალს მასპინძლობენ.
ამის შემდეგ, 17 თებერვალს, “ჩელსის” ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველი შეხვედრა ელის პსჟ-სთან და მოურინიოც სესკს ამ თამაშისთვის ინახავს. შეგახსენებთ, რომ დისკვალიფიკაციის გამო “ასტონ ვილასა” და “ჩელსის” წინააღმდეგ ლონდონელთა კიდევ ერთი ესპანელი ლეგიონერი, თავდამსხმელი დიეგო კოშტაც ვერ ითამაშებს.