ფეხბურთი

2:33 | 5.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდი” კვლავ აგებს

არაფერი შველის “დორტმუნდს”. იურგენ კლოპის გუნდს ვერც ზამთრის ხანგრძლივმა შესვენებამ არგო. არდადეგების შემდეგ კლუბმა მეორე შეხვედრა ჩაატარა და თუ “ლევერკუზენთან” სტუმრად ნათამაშები ფრე კარგ შედეგად ჩაითვალა, გუშინ რურელებმა სრული კრახი განიცადეს “აუგბურგთან” გამართულ საშინაო შეხვედრაში.

“დორტმუნდი” მატჩს ბოლო ადგილოსნის როლში შეხვდა, რაც ძალიან დამამცირებელია ისეთი კლუბისთვის, რომელშიც მსოფლიო დონის მოთამაშეები თამაშობენ. “ყვითლებს” შემადგენლობა ნამდვილად არ დაეწუნებათ, ისევე როგორც მწვრთნელი, თუმცა ფაქტი ისაა, რომ გუნდი მწვავე კრიზისში იმყოფება და იურგენ კლოპმა დროულად უნდა მოახერხოს სიტუაციის გამოსწორება, თორემ კლუბი კატასტროფის წინაშე დადგება...
გუშინაც მასპინძლები ძალიან ბევრს უტევდნენ, თუმცა მათ იერიშებს მრავალფეროვნება აკლდა, რაც ყოველთვის შეინიშნებოდა კლოპის ფორმაციის “დორტმუნდში”. გარდა ამისა, ისინი ძალიან ბევრ მომენტს აფუჭებენ და “აუგსბურგთან” მატჩიც რამდენიმე ხელსაყრელი ეპიზოდი გაანიავეს. სამაგიეროდ, თავისი შანს გამოიყენა ბობადილიამ, რომელმაც 50-ე წუთზე გაიტანა შეხვედრის ერთადერთი გოლი. დარჩენილ დროში მასპინძლები ბევრს წვალობდნენ, 64-ე წუთზე იანკერის გაძევების შემდომ რიცხობრივი უპირატესობაც მიიღეს, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. უნდა აღინიშნოს, ჩირო იმობილეს ძალიან სუსტი თამაში. იტალიელ ფორვარდს მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გათანაბრება მართებდა, თუმცა საშინლად გაისარჯა და თავის გუნდს ქულა ვერ მოუპოვა – 0:1. “დორტმუნდი” ბოლო ადგილზეა, ხოლო “აუგსბურგი” მე-4 პოზიციას იკავებს. წარმოიდგენდა ყოველივე ამას სეზონის დაწყების წინ ვინმე?!

“ლევერკუზენმა” შტეფან კისლინგის გოლით გასვლაზე ბერლინის “ჰერტას” მოუგო, მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა და ჩემპიონთა ლიგის ზონას მხოლოდ ქულით ჩამორჩება.

კარგად ჩატარებული პირველი წრის შემდგომ, სეზონის მეორე ნახევარი საშინლად დაიწყო “პადერბორნმა”, რომელმაც “მაინცთან” განადგურების შემდგომ კიდევ ერთი კრახი განიცადა. ბუნდესლიგის დებიუტანტს მისსავე სტადიონზე სამი გოლი გაუტანა “ჰამბურგმა”.

ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა ბრემენის “ვერდერმა”, რომელმაც გასვლაზე “ჰოფენჰაიმი” დაამარცხა. “კიოლნმა” და “შტუტგარტმა” კი, უგოლოდ ითამაშეს.

ჰერტა – ლევერკუზენი 0:1 (0:0)


ბერლინი, “ოლიმპიკ შტადიონი”

ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი, ლანგკამპი, ლუსტენბერგერი, ვან დენ ბერგი, პეკარიკი (რონი 76), ჰეგელერი, ჰოსოგაი, ჰარაგუცი, ბეერენსი (შულცი 70), ნ’ჯენგი, შიბერი.
მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი

ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო, პაპადოპულოსი, თოფრაკი, ჰილბერტი, ვენდელი, კასტრო (იურჩენო 80), ბენდერი, ბრანდტი, ჩალჰანოღლუ (როლფესი 76), ბელარაბი (ბონიში 84), კისლინგი.
მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

გოლი: კისლინგი 49.
გაფრთხილებები: ლანგკამპი, ჰეგელერი, ნ’ჯენგი – პაპადოპულოსი, ვენდელი
გაძევება: ლანგკამპი
მსაჯი: იოხენ დრესი
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 2(0)-9(3), ჯარიმა: 14-16, კუთხური: 4-2, თამაშგარე: 2-4, სეივი: 2-0

პადერბორნი – ჰამბურგი 0:3 (0:1)

პადერბორნი, “ბენტელერ არენა”

პადერბორნი (4-4-2): კრუზე, ჰიუნემეიერი, ციგლერი, ბრიუკნერი, ვემერი (საგლიკი 81), ბეკალორცი (მეჰა 72), შტოპელკამპი, რუპი (ვრანჩიჩი 62), კოჩი, კაჩუნგა, ლაკიჩი.
მწვრთნელი: ანდრე ბრეიტენრეიტერი

ჰამბურგი (4-2-3-1): დრობნი, რაიკოვიჩი, ჯურუ, მარკოსი, ვესტერმანი, იაროშეკი (დიასი 59), ვან დერ ვაარტი (კაჩარი 66), შტიბერი, მიულერი, იანსენი, ოლიჩი (რუდნევსი 89).
მწვრთნელი: ჟოზეფ ზინბაუერი

გოლები: 0:1 ვან დერ ვაარტი (2 პენ.), 0:2 იანსენი (72), 0:3 შტიბერი (91).
გაფრთხილებები: ციგლერი – შტიბერი, იაროშეკი
მსაჯი: პეტერ გაგელემანი
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 13(3)-12(4), ჯარიმა: 11-18, კუთხური: 5-5, თამაშგარე: 4-1, სეივი: 1-3

კიოლნი – შტუტგარტი 0:0

კიოლნი, “რეინ ენეგერგ შტადიონი”

კიოლნი (4-2-3-1): ჰორნი, ვიმერი, მარო, ოლკოვსკი, ჰექტორი, ვოგტი (გერგჰარტი 59), ლემანი, ჰალფარი, რისე, პეშკო (ფინე 59), უჟა (ოსაკო 76).
მწვრთნელი: პეტერ შტიოგერი

შტუტგარტი (4-1-4-1): ულრიხი, ნიედერმეიერი, ბაუმგარტლი, ჰლუშეკი, შვააბი, რომეუ, გენტნერი, ლეიტნერი (მაქსიმი 90), სარერე (ვერნერი 63), კლეინი, ჰარნიკი (იბიშევიჩი 87).
მწვრთნელი: ჰუბ სტევენსი

გაფრთხილებები: გერჰარდტი, მარო
მსაჯი: ტობიას შტილერი
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 5(0)-7(4), ჯარიმა: 10-9, კუთხური: 2-4, თამაშგარე: 5-3, სეივი: 4-0

ჰოფენჰაიმი – ვერდერი 1:2 (1:1)


ზინჰაიმი, “ვირსოლ რეინ-ნეკარ-არენა”

ჰოფენჰაიმი (4-2-3-1):
ბაუმანი, ბიჩაკჩიჩი, შტრობლი, ბეკი, კიმი, შვეგლერი (რუდი 78), პოლანსკი, ფირმინო, ელიუნუსი (მოდესტე 65), ვოლანდი, შალაი (შიპლოკი 65).
მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

ვერდერი (4-3-1-2): ვოლფი, ვესტერგაარდი, გალვეზი, გარსია, გებრე, ბარგფრედი, ბარტელსი, ფრიცი, ოზთუნალი (კროოსი 46), შელკე (სტერნბერგი 81), დი სანტო (ჰაროვიჩი 89).
მწვრთნელი: ვიქტორ შკრიპნიკი

გოლები: 0:1 დი სანტო (8), 1:1 ბიჩაკჩიჩი (34), 1:2 ბარგფრედი (52).
გაფრთხილებები: რუდი – კროოსი, გარსია, დი სანტო, ბარტელსი
მსაჯი: გუიდო ვინკმანი
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 13(5)-10(6), ჯარიმა: 13-30, კუთხური: 7-1, თამაშგარე: 4-1, სეივი: 4-4

დორტმუნდი – აუგსბურგი 0:1 (0:0)

დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

დორტმუნდი (4-2-3-1):
ვაიდენფელერი, პაპასტატოპულოსი, ჰუმელსი, გროსკროიცი (სუბოტიჩ 60), შმელცერი, შაჰინი, გიუნდოგანი, როისი (მხიტარიანი 72), ობემიანგი, კამპლი (კაგავა 72), იმობილე.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

აუგსბურგი (4-2-3-1): მანინგერი, იანკერი, კლავანი, ვერჰაეგი, ფელნერი, ბაიერი, ჰიობერგი, ვერნერი (კაიუბი 62), ალტინტოპი, ბობადილია (დურდიჩი 84), ჟი (კოჰი 65).
მწვრთნელი: მარკუს ვაინზერლი

გოლი: ბობადილია 50.
გაფრთხილებები: ვერნერი
გაძევება: იანკერი 64.
მსაჯი: მარკო ფრიცი
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 15(8)-6(3), ჯარიმა: 12-11, კუთხური: 4-1, თამაშგარე: 5-4, სეივი: 2-6

თეგებიბუნდესლიგა
0.150208