19-გზის დიდი სლემის ჩემპიონმა, მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა, 33 წლის სერენა უილიამსმა“ინდიანა უელსის” ტურნირში მონაწილეობა გადაწყვიტა. სერენას აღნიშნული ტურნირის კორტებზე 2001 წლის შემდეგ არ უასპარეზია. უილიამსი 14 წლის წინ “ინდიან უელსის” ფინალში კიმ კლაისტერსს დაუპირისპირდა და დაამარცხა კიდეც. მაგრამ სანამ ფინალი დაიწყებოდა, მაყურებელებმა სერენას და ტრიბუნაზე მყოფ ვენუსის მიმართ უარყოფითი ემოციები გამოხატეს, რაც სერენამ რასისტულ გამოხტომად მიიღო და “ინდიან უელსის ტურნირს” ბოიკოტი გამოუცხადა.
“ეს იყო 2001 წელის მარტი, მაშინ 19 წლის ვიყავი. მე ფოკუსირებული ვიყავი თუ როგორ მომეგო, როგორ მეჩვენებინა ჩემი საუკეთესო ჩოგბურთი. ასობით საათს ვხარჯავდი, რომ ჩემი ოცნებისთვის მიმეღწია. როგორც ფერადკანიანი ჩოგბურთელი ყველასგან განვსხვავდები. ჩემი ყვირილი, ჩაცმულობა, ჩაწოდების მანერა განსხვავებულია. გავდივარ კორტზე და ყველას წინააღმდეგობას ვუწევ. “ინდიან უელსის” ტურნირი ჩემი კარიერის გარდამტეხი მომენტია. ახლა გვაქვს შასი დავივიწყოთ ყველაფერი უსიამოვნო და შევცვალოთ ისტორია”- სერენას სიტყვებს თIME-ი ციტირებს.
“ინდიან უელსის” ტურნირი სერენას 2-ჯერ აქვს მოგებული (1999, 2001). 2015 წლის “ინდიან უელსის” მასტერსის ტურნირი სტარტს 11 მარტს აიღებს და იმავე თვის 22 რიცხვში დამთავრდება.