ძიუდო

22:03 | 4.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

სოფიაში 23-კაციანი გუნდით

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ახალ სეზონს მომავალ უქმეებზე, სოფიაში გასამართი ევროპის ღია ტურნირით გახსნის. გუნდის სამწვრთნელო შტაბმა ირაკლი უზნაძის ხელმძღვანელობით უკვე დაასახელა ბულგარულ ტატამზე გასაყვანი შემადგენლობა. ძიუდოს ფედერაციის ფეისბუქ-გვერდის ცნობით, მომავალ შიჯიბრებაში 23 ქართველი ძიუდოისტი ჩაერთვება. შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში: 60, 66, 81 და 100 კილოგრამებში კიმონოს ოთხ-ოთხი ქართველი მოირგებს. 90 და +100 კილოგრამებში სამ-სამი მონაწილე გვეყოლება, ხოლო 73-ში – მხოლოდ ერთი.

წინასწარვე იყო ცნობილი, რომ სოფიაში ქართული გუნდი ლიდერების გარეშე ჩავიდოდა. ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე 73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე 90 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ) საერთაშორისო სატურნირო ასპარეზს ცოტა მოგვიანებით დაუბრუნდებიან. ბულგარეთში კი საქართველოს ჩემპიონ-პრიზიორებით დაკომპლექტებული გუნდი ჩავა. მედალოსნებს დაემატებიან ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) და ალექსანდრე მსხალაძე (100 კგ). ჩხვიმიანმა საქართველოს პირველობაზე მე-5 ადგილი დაიკავა, ხოლო მსხალაძე საწყის ეტაპზევე დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები

60კგ

ლაშა გიუნაშვილი

პაატა მერებაშვილი

გიორგი ბროლაშვილი

ლუხუმ ჩხვიმიანი

66კგ

ვაჟა მარგველაშვილი

მინდია ლილუაშვილი

გიორგი გუგულაშვილი

ბაქარ გულბიანი

73კგ

ფრიდონ გიგანი

81კგ

ზებედა რეხვიაშვილი

უშანგი მარგიანი

გიორგი პაპუნაშვილი

ამბაკო ავალიანი

90კგ

ზვიად გოგოჭური

პაატა ღვინიაშვილი

ნოდარ ბერიანი

100კგ

ლაშა გურული

ალექსანდრე ზაალიშვილი

იასონ ნემსაძე

ალექსანდრე მსხალაძე

+100კგ

ონისე ბუღაძე

ვახტანგ ოქრუაშვილი

გიორგი ბოლოთაშვილი

0.11523