FIFA-მ ინგლისური “ვესტ ჰემი” 71 ათასი ფუნტით დააჯარიმა. ამის მიზეზი ისაა, რომ ლონდონელთა თავდამსხმელმა, დიაფრა საკომ ინგლისის თასის მატჩში ითამაშა.
“ვესტ ჰემის” სენეგალელმა თავდამსხმელმა ეროვნული გუნდის მაისურით აფრიკის თასზე თამაშზე უარი თქვა და ამის მიზეზად ზურგის ტრავმა დაასახელა. თუმცა, ტურნირის მიმდინარეობისას, მან ინგლისის თასზე “ბრისტოლის” წინააღმდეგ ითამაშა და გამარჯვების გოლიც გაიტანა.
“ბრისტოლი” “ვესტ ჰემის” ინგლისის თასიდან დისკვალიფიკაციას ითხოვდა, მაგრამ FIFA-მ ლონდონელთა უფრო მსუბუქად დასჯა გადაწყვიტა და მათ 71-ათასიანი ჯარიმა აკმარა.