ფეხბურთი

19:08 | 4.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “ფრით ძალიან კმაყოფილი ვარ”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა “შალკესთან” მოპოვებული ქულით კმაყოფილი დარჩა.

ბუნდესლიგის გასულ ტურში, “შალკესთან” “ალიანც არენაზე” გამართული თამაშის მე-17 წუთზე, “ბაიერნი” კაცნაკლული დარჩა. შეხვედრა 1:1 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუნხენელებმა, ბუნდესლიგის განახლების შემდეგ, ზედიზედ 2 მოუგებელი თამაში ჩაატარეს.

“მე უბრალოდ კმაყოფილი არ ვარ. ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ.

რა თქმა უნდა, 3 ქულის აღება გვინდოდა, მაგრამ “შალკესთან” 70 წუთის განმავლობაში კაცნაკლული თამაში ადვილი არაა. კონტრშეტევებზე კარგად ვთამაშობდით და საკმაოდ ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით.

იმაზე ბევრად უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე “ვოლფსბურგთან”. ყველაფერი ნორმალურადაა.” – განაცხადა პეპ გვარდიოლამ.

0.11326