ფეხბურთი

18:28 | 4.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

სარჯველაძე “ტიხიში” სინჯებს განაგრძობს

გიორგი სარჯველაძემ, რომელიც პოლონეთის პირველი ლიგის “ტიხიში” ისინჯება, მესამე ამხანაგური მატჩი ჩაატარა.

“ტიხიმ” მეორე ლიგის “ლიმანოვიასთან” 0:0 ითამაშა, ხოლო ქართველმა ფორვარდმა პირველი ტაიმი ჩაატარა.

სარჯველაძე საქართველოში პირველი ლიგის კლუბებში “სასკოსა” და “დინამო 2”-ში თამაშობდა. “ტიხის” ვიდრე მიაშურებდა, ესპანურ “ალიკანტეში” ისინჯებოდა.

0.113682