სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

18:14 | 4.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

კასანო მშობლიურ გუნდს შეუთანხმდა

ვეტერანი იტალიელი თავდამსხმელი ანტონიო კასანო, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, შესაძლოა მშობლიურ “ბარის” დაუბრუნდეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, 32 წლის ფეხბურთელსა და პულიურ კლუბს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია.

კასანო “ბარისთან” წელიწადნახევრიან კონტრაქტს გააფორმებს, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერპექტივით.

როგორც მოგეხსენებათ, კასანომ “პარმასთან” ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ გაწყვიტა და ამჟამად უგუნდოდაა.

ანტონიო კასანომ კარიერა სწორედ “სან ნიკოლას” სტადიონზე დაიწყო. “ბარიში” იგი 1999-2001 წლებში ასპარეზობდა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.110761