ქობულეთის “შუქურამ”, რომელსაც უკრაინელი კონსტანტინე ფროლოვი წვრთნის, თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი მაკედონიის “შკენდიასთან” ჩაატარა და 1:2 დამარცხდა.
მაკედონიური კლუბის ვებგვერდის ინფორმაციით, “შუქურამ” ასეთი სასტარტო შემადგენლობით ითამაშა:
ჯიოევი, ტვილდიანი (კ), ხოჭოლავა, ორაზიევი, გურული, კუჭაიძე, კახა მჟავანაძე, გიორგი ჩელებაძე, ხუჭუა, თუხარელი, მეტრეველი.
“შკენდიამ” ანგარიში 55-ე წუთზე გახსნა. 73-ე წუთზე, მეორე ტაიმში მოედანზე შესულმა ზაზა ტუღუშმა საპასუხო გოლი გაიტანა. მაკედონიელებმა 75-ე წუთზე მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.