ფეხბურთი

16:01 | 4.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

”მერანმა”  “აქტობეთი”  დაიწყო

მარტვილის “მერანი” ისევე, როგორც ქართული კლუბების უმრავლესობა, შეკრებაზე თურქეთშია და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის განაგრძობს მზადებას.

მარტვილელებმა პირველი მატჩი გამართეს, მათი მეტოქე ყაზახური “აქტობეს” მეორე გუნდი გახლდათ. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოდგა და 1:1 დასრულდა. “მერანელთა” მხრიდან გოლი აკაკი შულაიას ანგარიშზეა.

“მერანი” თურქეთში კიდევ სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს: 7 თებერვალს ოდესის “ჩერნომორეცთან”, 9 თებერვალს მაკედონიურ “რაბოტნიჩკისთან”, ხოლო 12 თებერვალს მარტვილელთა მეტოქე მოსკოვის “სპარტაკის” დუბლშემადგენლობა იქნება.

0.109903