ბელგიის იუპილერ ლიგის (უმაღლესი ლიგა) 21-ე ტურის გამოტოვებულ მატჩში “გენკმა” სახლში “ოსტენდეს” ვერ მოუგო – 1:1.
ქართველი შემტევი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს. კიდევ ერთი ქართველი შუახაზელი ლუკა ზარანდია “გენკის” 18-კაციან განაცხადში იმყოფებოდა, მაგრამ თამაში არ მოუწია. “გენკი” 37 ქულით 16 გუნდში მეშვიდეა.
რუმინულმა “კლუჟმა”, რომელიც შეკრებაზე ხორვატიაში იმყოფება, ამხანაგურ შეხვედრაში ადგილობრივი “ნოვიგრადი” 4:1 დაამარცხა და გამარჯვებულთა რიგებში ერთი გოლი გიორგი ჭანტურიამ გაიტანა.