ფეხბურთი

14:19 | 4.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

შეყილაძემ კლუბი მეორედ შეიცვალა

იტალიის საფეხბურთო ლიგა პრო B-ს (მე-3 ლიგა) აუტსაიდერმა “ლატინამ” თავდამსხმელი ირაკლი შეყილაძე ლიგა პრო A-ს ბოლცანოს “სუდტიროლში” გაანათხოვრა.

ბოლცანოელთა ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 22 წლის ქართველი კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება.

მიმდინარე წლის იანვარში შეყილაძე “ემპოლიდან” “ლატინაში” გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის ივნისამდე გააფორმა. ერთ მატჩი ლატინელთა 18-კაციან განაცხადშიც იყო, მაგრამ არ უთამაშია.

ამჯერად კარიერას “სუდტიროლში” გააგრძელებს, რომელსაც ლიგა პრო A-ს 20 გუნდში მე-5 ადგილი უკავია.

0.119828