5 თებერვალს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, სადაც უეფას შტაბბინაა, 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა გაიმართება.
საკვალიფიკაციო ტურნირის 52 მონაწილე ნაკრები 9 ჯგუფში გადანაწილდება. შვიდ ჯგუფში 5-5 გუნდი იქნება, ხოლო დანარჩენ ორში – 6-6.
ჯგუფების გამარჯვებულები 2017 წლის ივნისში პოლონეთში გასამართ ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდებიან. საუკეთესო შედეგის 4 მეორედაგილოსანი (გათვალისწინებულია ჯგუფის პირველ, მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილებზე გასულ ნაკრებებთან შედეგები) დანარჩენი ორი საგზურის ბედს პლეი ოფში გაარკვევენ. მასპინძელი პოლონეთი დასკვნით ეტაპზე ავტომატურად ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე, 8-ის ნაცვლად, პირველად იასპარეზებს 12 ნაკრები.
კენჭისყამდე უეფამ 21-წლამდელთა ნაკრებები შესაბამისი კოეფიციენტიდან გამოდინარე კალათებში გადაანაწილა. საქართველოს ახალგაზრდული, რომელსაც ალექსანდრე ჩივაძე წვრთნის, D (მე-4) კალათაში მოხვდა.
A კალათა: ესპანეთი, ინგლისი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ჩეხეთი, პორტუგალია, ჰოლანდია, დანია.
B კალათა: რუსეთი, შვეიცარია, შვედეთი, სერბეთი, ისრაელი, უკრაინა, სლოვაკეთი, რუმინეთი, ბელგია.
C კალათა: თურქეთი, სლოვენია, ავსტრია, შოტლანდია, საბერძნეთი, ხორვატია, ნორვეგია, სომხეთი, ჩერნოგორია.
D კალათა: საქართველო, ფინეთი, უელსი, უნგრეთი, ისლანდია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მოლდოვა, ირლანდია, ბელარუსი.
E კალათა: ბულგარეთი, კვიპროსი, მაკედონია, ლიტვა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ალბანეთი, ლატვია, ესტონეთი.
F კალათა: ფარერები, ჩრდილოეთ ირლანდია, ლუქსემბურგი, მალტა, სან-მარინო, ანდორა, ლიხტენშტეინი.
ჯგუფურ ეტაპზე სათამაშო დღეებია:
2015 წელი:
23-31 მარტი, 8-16 ივნისი, 31 აგვისტო -8 სექტემბერი, 5-13 ოქტომბერი, 9-17 ნოემბერი.
2016 წელი:
21-29 მარტი, 29აგვისტო – 6 სექტემბერი, 3-11 ოქტომბერი.
პლეი ოფი:
2016 წლის 7-15 ნოემბერი.