ფეხბურთი

12:45 | 4.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

კაჭარავას “როსტოვი” დააკვირდება

“ცხინვალის” თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა რუსეთის პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბ “როსტოვში” ისინჯება.

როსტოველები, რომლებსაც ყურბან ბერდიევი წვრთნის, შეკრებას ბელეკში გადიან და სიდეში დაბინავებული “ცხინვალიდან” 21 წლის თავდამსხმელმა დონისპირულ გუნდს მიაშურა.

2013-2014 წლების სეზონში კაჭარავა “რუბინის” დუბლშემადგენლობაში ირიცხებოდა, მაშინ ყაზანელთა პირველ გუნდს ბერდიევი წვრთნიდა. აქედან გამომდინარე, მწვრთნელი და ფეხბურთელი ერთმანეთისთვის უცხო არ არიან.

0.147191