ფეხბურთი

11:42 | 4.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

დი მარიას სახლში დაბრუნების ეშინია

“მანჩესტერ იუნაიტედის” არგენტინელ ნახევარმცველს ანხელ დი მარიას ქალაქ მანჩესტერში მდებარე საკუთარ სახლში მისვლის ეშინია.

რამდენიმე დღის წინ დი მარია თავის ოჯახთან ერთად სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც მძარცველები ცდილობდნენ სახლში შეღწევას, თუმცა სიგნალიზაცია ჩაირთო და პოლიციაც დროულად მივიდა. არგენტინელი ამ ფაქტმა შეაშინა და ოჯახის წევრებთან ერთად საცხოვრებლად ერთ-ერთ სასტუმროში გადაბარგდა. ნახევარმცველმა თავისი და ოჯახის უსაფრთხოებისთვის დაცვა აიყვანა. როგორც Marca იუწყება, დი მარიას სახლში დაბრუნების ეშინია და არგენტინელი ახალ სახლს ეძებს.

ანხელ დი მარია “მანჩესტერში” მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადავიდა.

0.118909