ფეხბურთი

23:17 | 3.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “სიონი” რუმინულ კლუბთან დამარცხდა

ბოლნისის “სიონმა” ანტალიურ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი რუმინულ კლუბ “კრაიოვასთან” გამართა და 0:1 დამარცხდა.

როგორც “სიონის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, საწყის წუთებში ბოლნისელთა პორტუგალიელ ლეგიონერს ლუის ალბერტოს ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა, თუმცა მეტოქემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. ბოლნისელთა კარში ერთადერთი გოლი მატჩის 23-ე წუთზე გავიდა.

რუმინელებს ანგარიშის გაზრდის შანსი მეორე ტაიმის მიწურულს გაუჩნდათ, “სიონის” საჯარიმოს სიახლოვეს დაჩი ცნობილაძე უხეში თამაშისთვის დაჯარიმდა, მეტოქემ სტანდარტული დარტყმა შეასრულა, თუმცა უშედეგოდ.

რამდენიმე წუთში გათანაბრების შანსი გაუჩნდათ “სიონის” ფეხბურთელებს, მაგრამ დათა სიჭინავას დარტყმული “კრაიოვას” მცველებმა მოიგერიეს.

რაც შეეხება ლადო ბურდულის მიერ დაყენებულ შემადგენლობას, “სიონმა” ტაიმები განსხვავებული შემადგენლობებით ითამაშა. ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც სრულად ჩაატარა მატჩი, 20 წლის ახალწვეული დაჩი ცნობილაძეა.

პირველი ტაიმი: ბათიაშვილი, სვანიძე, ინწკირველი, გიორბელიძე, ჯინჭარაშვილი, ცნობილაძე, ბერიძე, ცხადაია, ქებურია, ლუის ალბერტო, ჭიკაიძე

მეორე ტაიმი: მერლანი, მოსემღვდლიშვილი, გურეშიძე, ფოფხაძე, ჭანკოტაძე, სიჭინავა, ცნობილაძე, საჯაია, გაფრინდაშვილი, მიქაბერიძე, და სილვა

შეგახსენებთ “სიონი” შემდეგ მატჩს უზბეკური “ლოკომოტივის” წინააღმდეგ გამართავს.

0.133976