ფეხბურთი

22:43 | 3.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნესტას მწვრთნელობა უნდა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო ნესტა მწვრთნელობას ეშურება. ამჟამად, 38 წლის ნესტა ჩინეთში იმყოფება, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელებს საფეხბურთო ტრენინგები უნდა ჩაუტაროს. მან იტალიურ მედიას გაუმხილა, რომ სამწვრთნელო კარიერის დაწყება სურს.

“მოხარული ვარ ჩინეთში ყოფნით. დიდ ფეხბურთში 20 წელი დავყავი და გამიხარდება თუ ჩემს ცოდნას აქაურ ბავშვებს გავუზიარებ. მწვრთნელად, როგორც კანავარო? – საინტერესო იქნება. არ გამოვრიცხავ, რომ მუშაობა აქ დავიწყო”, - განაცხადა ნესტამ.

თანამედროვების ერთ-ერთ გამორჩეულ მცველს კარიერის საუკეთესო წლები რომის “ლაციოში” და “მილანში” აქვს გატარებული.

0.135037