ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ბრაზილიელი ანდერსონი სამშობლოში დაბრუნდა. 26 წლის ფეხბურთელმა “ინტერნასიონალთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ანდერსონი “ოლდ ტრაფორდზე” დიდი იმედებით 2007 წელს ჩაიყვანეს, თუმცა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და გუნდი შვიდწელიწადნახევრის შემდეგ უსახელოდ დატოვა. ამ ხნის განმავლობაში მან “წითელ ეშმაკებში” პრემიერლიგის ეგიდით 105 მატჩი ჩაატარა.