ფეხბურთი

19:05 | 3.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

კოუტინიომ “ლივერპულთან” გაახანგრძლივა

“ლივერპულის” ახალგაზრდა შემტევმა ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

მერსისაიდული გუნდის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელმა ახალი, ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა. ინგლისური პრესის ცნობით, კოუტინიმ “ლივერპულს” თავისი მომავალი 2020 წლამდე დაუკავშირა.

ფილიპე კოუტინიო “ლივერპულში” 2013 წლიდან თამაშობს. ინგლისური გუნდის მაისურით მან 81 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

0.122595