ფეხბურთი

18:51 | 3.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქპრ-სა და რედნაპის გზები გაიყარა

ჰარი რედნაპი “ქუინს პარკ რეინჯერსის” მთავარი მწვრთნელი აღარაა. ლონდონურმა კლუბმა 67 წლის ინგლისელი სპეციალისტის განცხადება დააკმაყოფილა და მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

რედნაპის თქმით, მისი გუნდიდან წასვლის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. უახლოეს მომავალში ის მუხლზე ოპერაციას გაიკეთებს და მუშაობას რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ მოახერხებს. არაოფიციალური ინფორმაციით, რედნაპმა წასვლა იმის გამო გადაწყვიტა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბის ხელმძღვანელობამ მას საჭირო ფეხბურთელები არ უყიდა.

ჰარი რედნაპი ქპრ-ს 2012 წლიდან წვრთნიდა. მისმა გუნდმა, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, გასვლაზე ყველა თამაში წააგო. 23 ტურის შემდეგ, 19 ქულით, “ქუინს პარკ რეინჯერსი” ბოლოსწინა ადგილს იკავებს.

0.118614