ცნობილი ბელორუსი ფეხბურთელი ალექსანდრ გლები კარიერას თურქულ “გენჩლერბირლიგში” გააგრძელებს. ამის შესახებ ანკარული გუნდის ოფიციალური საიტი იუწყება. ვეტერანი ნახევარმცველი თავის ახალ გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩება. აქამდე გლები მეორე თურქული გუნდის “ქონიასპორის” ღირსებას იცავდა.
კარიერის საუკეთესო წლები 33 წლის გლებს გერმანულ “შტუტგარტსა” და ლონდონის “არსენალში” გაუტარებია. გარდა ამისა, იგი ერთი სეზონი კატალონიის “ბარსელონაშიც” თამაშობდა.