ფეხბურთი

17:41 | 3.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

დე ხეა “მანჩესტერში” “გაიზარდა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელმა კარის დარაჯმა დავიდ დე ხეამ ესპანურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ “ოლდ ტრაფორდზე” თავს ბედნიერად გრძნობს და მანჩესტერში უფრო გაიზარდა, როგორც მეკარე.

“აქ ძალიან კარგად ვარ და თავს ბედნიერად ვრძნობ. ადრინდელთან შედარებით ნელ-ნელა პროგრესს ვაღწევ. იმ დღიდან, როცა აქ ჩამოვედი ვფიქრობ, გავაუმჯობესე თამაში. განსაკუთრებით ფეხით მოქმედების დროს და გავხდი უფრო კონცენტრირებული. ინგლისის პრემიერლიგა ძალიან რთული სათამაშოა”, - განაცხადა დე ხეამ.

24 წლის დავიდ დე ხეა “წითელი ეშმაკების” ღირსებას 2011 წლიდან იცავს. მანამდე კი მადრიდის “ატლეტიკოში” წარმატებით ირჯებოდა. ბოლო დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს მისი შეძენით მადრიდის “რეალი” იყო დაინტერესებული.

0.110028