სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

14:56 | 3.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთაგან საუკეთესო ჯავახიშვილია

გიბრალტარში ათ ტურად მიმდინარე პრესტიჟული საჭადრაკო ტურნირის 8 ტურის თავზე ერთპიროვნულ ლიდერად ამერიკელი ჰიკარუ ნაკამურა (2776) რჩება, რომელიც შავი ფიგურებით ინგლისელ დევიდ ჰოუელს (2670) დაუზავდა და თავი 6.5 ქულას მოუყარა.

ნაკამურა უახლოეს კონკურენტებს – ხსენებულ ჰოუელს, ჩინელ იანგიი იუს (2724), ამერიკელ დანიელ ნაროდიცკის (2622) და პარაგვაელ აქსელ ბაჩმანს (2629) 0.5 ქულით უსწრებს.

ქართველთაგან საუკეთესო შედეგი – 4.5 ქულა ლელა ჯავახიშვილს (2486) გააჩნია, რომელიც შავებით საკმაოდ ძლიერ ვენესუელელ ედუარდო იტურიზაგას (2649) დაუზავდა და დამატებითი მაჩვენებლებით 55-ე ადგილზეა.

4.0-4.0 ქულა აქვთ და შესაბამისად, 89-ე და 97-ე პოზიციები უკავიათ ბელა ხოტენაშვილს და სალომე მელიას. ხოტენაშვილმა თეთრი ფიგურებით გერმანელი ჰანს-იორგ კორდესი (2262) დაამარცხა, მელიამ კი ესპანელი ხუან ანტონიო ურბინა პერესი (2221) დაჯაბნა.

მე-8 ტურში ჯავახიშვილი თეთრებით არაბეთის გაერთიანებული ემირატების წარმომადგენელ სალემ სალეჰს (2603) ეთამაშება, ხოტენაშვილი და მელია კი შავებით გაირჯებიან, შესაბამისად, ირანელ სარასადატ ხადემალშარიესთან (2372) და ჩეხ დანიელ სორმთან (2319).

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.121695