ლუგანსკის “ზორიამ”, რომელშიც ჯაბა ლიპარტია გამოდის, თურქული შეკრება უზბეკეთის “ბუნედკორთან” მატჩი ზავით დაასრულა - 1:1. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა უკრაინის პრემიერლიგის წარმომადგენელში მეორე ტაიმი ჩაატარა.
დნეპროპეტროვსკის “დნიპრომ”, რომელიც უკრაინის ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის ესპანეთში ემზადება, რუმინეთის “ასტრასთან” სპარინგი 1:1 დაასრულა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას “დნიპროში” არ უთამაშია, რადგან საზარდული აწუხებს.
მარიუპოლის “ილიჩივეცმა”, რომელიც თურქეთში ემზადება ჩეხეთის “ვისოჩინასთან” ამხანაგური შეხვედრა 2:2 დაასრულა. მცველმა ზურაბ ოჩიგავამ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, მარიუპოლელებში მეორე 45 წუთი დაჰყო.