ფეხბურთი

10:24 | 3.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლენონი კარიერას “ევერტონში” გააგრძელებს

ინგლისის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე “ტოტენჰემის” გარემარბი აარონ ლენონი, კარიერას ლივერპულის “ევერტონში” გააგრძელებს. ფეხბურთელი “გუდისონ პარკზე” სეზონის ბოლომდე დარჩება. აღნიშნულ ინფორმაციას ორივე კლუბის ვებგვერდებიც ადასტურებენ.
27 წლის ფეხბურთელს მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შემოთავაზებები ასევე “ჰალიდან” და “მონაკოდან” ჰქონდა.
აარონ ლენონმა მიმდინარე პრემიერლიგის გათამაშებაში “მამლების” მაისურით 9 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარის აღება ვერ მოახერხა.

0.115861