ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 494 310 ევრო) ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.
საქართველოს პირველი ჩოგანი კვალიფიკაციაში მე-3 ნომრად გახლდათ განთესილი და მიზანს ისე უწია, სეტში ოთხ გეიმზე მეტი არ დაუთმია. გადამწყვეტ რაუნდში ნიკოლოზი ფრანგ იანიკ იანკოვიცს გაეჯიბრა და 6:3, 6:1 სძლია.
ამ წარმატების წყალობით, ბასილაშვილმა 12 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ძირითად ბადეში კიდევ ერთ მასპინძელ ბენუა პაირეს გაეჯიბრება.
Open Sud de France-ის საწყისი წრის დაძლევისთვის 20 ქულაა გათვალისწინებული, გამარჯვების შემთხვევაში კი, ქართველი ჩოგბურთელი ძალებს მე-5 ნორად განთესილ პოლონელ იეჟი იანოვიჩს და გერმანელ დასტინ ბრაუნს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.
ისიც ვთქვათ, რომ დღეს გამოქვეყნებულ ახალ რეიტინგში ბასილაშვილი 13 ადგილით დაქვეითდა და 298 ქულით 170-ე ადგილზე იმყოფება.