“ფიორენტინას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ხუან კუადრადო ლონდონის “ჩელსიში” განაგრძობს კარიერას. აღნიშნული ინფორმაცია “არისტოკრატების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
26 წლის კოლუმბიელმა ახალ კლუბთან 4.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, “ჩელსის” ტრანსფერი 29.39 მილიონი ფუნტი დაუჯდა.
მიმდინარე სეზონში კუადრადომ “ფიორენტინას” მაისური 23-ჯერ მოირგო, 6 გოლი გაიტანა და 4-ჯერ გუნდელებს გაატანინა. ის “იების” ღირსებას 2013-წლიდან იცავდა.