მთავარი

22:12 | 2.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: შურლე “ვოლფსბურგის” ფეხბურთელია

ლონდონის “ჩელსის” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ანდრე შურლე სამშობლოში დაბრუნდა. 24 წლის ფეხბურთელი “ვოლფსბურგის” ღირსებას დაიცავს. “მგლებს” 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონის ტრანსფერი 22 მილიონი ევრო დაუჯდათ. შურლემ გუნდთან კონტრაქტი 2019 წლამდე გააფორმა.

ანდრე შურლე ლონდონელთა რიგებში 2013 წლიდან მოყოლებული ასპარეზობდა ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებულ 44 თამაშში 11 გოლი გაიტანა.

გერმანიის ნაკრებში კი მას 42-ჯერ უთამაშია და მეტოქეებს 17 გოლი გაუტანა.

ბუნდესლიგაში შურლეს “მაინცისა” და “ლევერკუზენის” მაისურით აქვს ნათამაშები. ჯამში გერმანიის მთავარ ლიგაში 131 მატჩში 38 გოლი გაუტანია.

0.115358