პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ინგლისის ჩემპიონატის 23-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც ყველაზე მეტი 3 მოთამაშე ლონდონის “არსენალიდანაა” წარდგენილი.
“მეთოფეთაგან” სიმბოლურში ჰექტორ ბელერინი, სანტი კასორლა და მესუთ ოზილი მოხვდნენ. ტურის მთავარი გმირი კი, “სტოკის” თავდამსხმელი ჯონათან უოლტერსია, რომელმაც ქპრ-ს წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი შეასრულა.
23-ე ტურის სიმბოლური ასე გამოიყურება:
მეკარე: ტიმ კრული (“ნიუკასლი”);
მცველები: მარკინ ვასილევსკი (“ლესტერი”), მასადიო ჰაიდარა (“ნიუკასლი”), პატრიკ ვან აანჰოლტი (“სანდერლენდი”), ჰექტორ ბელერინი (“არსენალი”);
ნახევარმცველები: დეილი ბლინდი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ფელიპე კოუტინიო (“ლივერპული”), სანტი კასორლა, მესუთ ოზილი (“არსენალი”);
თავდამსხმელები: ჯონათან უოლტერსი (“სტოკი”), ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”).