იტალიური “რომას” თავდამსხმელი მარკო ბორიელო სეზონის ბოლომდე იჯარის წესით “ჯენოაში” ითამაშებს. მას შემდეგ რაც. გენუელთა გუნდმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ორი წამყვანი ფორვარდი გაასხვისა (მატრი “იუვენტუსში”, პინილია “ატალანტაში”) ჯამპიერო გასპერინის თავდამსხმელის დამატების აუცილებლობა დაუდგა.
მარკო ბორიელო “ჯენოაში” მესამედ ჩაირიცხა. იგი “როსობლუს” ღირსებას 2007-2008 და 2012-2013 წლებში იცავდა.
32 წლის თავდამსხმელს “ჯენოას” მაისურით სერია A-ში 62 მატჩში 31 გოლი აქვს გატანილი.