ფეხბურთი

20:15 | 2.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სოსიედადს” ველა დიდი ხნით გამოაკლდა

სან-სებასტიანის “რეალ სოსიედადისთვის” გასული კვირა ძალიან უიღბლო გამოდგა. მადრიდის “რეალთან” განადგურების (4:1) გარდა, ბასკებმა წამყვანი მოთამაშე კარლოს ველა დაკარგეს.

მექსიკელმა მოთამაშემ ტრავმა შეხვედრის მე-17 წუთზე მიიღო და იმანოელ აგირეჩემ შეცვალა. 25 წლის ფორვარდს დღეს სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომლის მიხედვითაც ველას მარჯვენა მუხლის ტრავმა აწუხებს და საოპერაციოა. ის მინიმუმ ორ თვეს გამოტოვებს და სეზონის ბოლოსკენ დაბრუნდება.

მიმდინარე სეზონში ველამ 23 შეხვედრა ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 3-ჯერ გუნდელებს გაატანინა.

0.118198