გოგიტა გოგუა რუსეთის საფეხბურთო პირველ დივიზიონში მოასპარეზე ხაბაროვსკის “სკა-ენერგიაში” ვარჯიშს 8 თებერვალს განაახლებს. ამის შესახებ ხაბაროვსკელთა გენერალურმა დირექტორმა სერგეი ფელდმანმა ინტერნეტპორტალ news.sportbox.ru-სთან ისაუბრა:
“გოგუამ რეაბილიტაცია დაასრულა. ის 8 თებერვლიდან თურქეთში ვარჯიშს შეუდგება კონდიცია რომ აღიდგინოს”.
გოგუამ ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და “სკა-ენერგიას” პირველი შეკრება ამიტომ გამოტოვა.